LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარელ უილიამსის პარიზიდან მუმბაიმდე მოგზაურობებით შთაგონებული Louis Vuitton-ის ახალი კოლექცია, რომლის სახეები ჯერემი ალენ უაითი და Pusha T არიან

156
photo-collage.png (2)

Louis Vuitton-მა 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის კოლექციის სარეკლამო კამპანია წარადგინა, რომლის სახეებად მსახიობი, ჯერემი ალენ უაითი და რეპერი, Pusha T მოგვევლინნენ.

,,მოგზაურობის ხელოვნება” – კამპანია ამ სახელწოდებით, ფრანგული მოდის სახლის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის, ფარელ უილიამსის პარიზიდან მუმბაიმდე მოგზაურობებითაა შთაგონებული.

სააგიტაციო ვიდეოში, რომელიც უეს ანდერსონის 2007 წლის ფილმის – The Darjeeling Limited ინსპირაციით შეიქმნა, ვარსკვლავები თვალწარმტაცი ხედების, უნიკალური ლანდშაფტების, გზებისა და რკინიგზების ფონზე არიან აღბეჭდილი, რაც მოგზაურობის არსს ეხმიანება და მის ემოციებს ასახავს.

ცნობისთვის, ჯერემი ალენ უაითი ბრენდის ამბასადორი შარშან, Pusha T კი 2024 წელს გახდა.

ახალი კაფსულის პრეზენტაცია გასული წლის ივნისში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა. კოლექცია გაყიდვაში, 5 თებერვალს ჩაეშვება.

შეგახსენებთ, რომ ფარელი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2023 წლის 14 თებერვალს დასახელდა. მან სადებიუტო კოლექცია ბრენდისთვის, 2024 წლის ივნისში წარადგინა. ფარელამდე ლეიბლის კაცის ხაზის არტ-დირექტორი ვირჯილ აბლო იყო, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები