LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანასთან ბრძოლაზე წელს ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარი დაიხარჯება

77
74197adec46fefb5994b6134c80099e1-XL

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე წელს ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარია გამოყოფილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილლის განმარტებით, ეს თანხა საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება.

„გასულ წელს, ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ ფერომონები, შხამქიმიკატები, ვფიქრობთ, თუ ფაროსანა კვლავაც გაგვიხდა სამართავი, მომავალ წლებში ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა დაგვჭირდება, მაგრამ წელს გამოყოფილი სახსრები საკმარისი იქნება იმისთვის რომ ფაროსანას პრობლემას წარმატებით გავართვათ თავი“, – აღნიშნა ხანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა. უფრო მეტიც, მსოფლიომ აღიარა ქართული გამოცდილება ამ მავნებელთან ბრძოლის საკითხში. „მიღებული ცოდნის და გამოცდილების ექსპორტირებას ვახდენთ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, იტალიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ახლა კიდევ ირანმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩავუტაროთ შესაბამისი ტრენინგები,“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g