LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული ვიდეოჩანაწერების Youtube-ზე გავრცელების საქმეზე დაკავებული სასამართლოში ჩივის

სასამ დაკავებული
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის უფლებადამცველმა სააპელაციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც გამოძიება ფარული ვიდეოჩანაწერის ატვირთვას ედავება, ვებგვერდზე ვიდეო არ გამოუქვეყნებია და შესაძლოა მისი ანგარიში, ანუ ე.წ. იუზერი სხვამ გამოიყენა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებაზე უფლებადამცველი  დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება საქმესთან შემხებლობას, ადვოკატი ამბობს, რომ სოლომნიშვილს მობილურში ვიდეოკადრები შენახული ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.

მოსამართლემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს გირაო შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეოჩანაწერს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g