LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერისთვის „ბიძინას მონას“ დაძახების გამო, ცოტნე კობერიძის საქმეზე სამართალდარღვევა სააპელაციო სასამართლომაც არ დაადგინა

183
ცოტნე კობერიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პარტიის პარტიის წევრი, ცოტნე კობერიძე სამართალდამრღვევად არ ცნო.

„შეგიძლიათ, მონებს თამამად დაუძახოთ მონები. ღარიბაშვილზე ხსნილია“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.

ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, ცოტნე კობერიძეს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

ცოტნე კობერიძის თქმით, 3 აპრილს ბათუმის ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

 

https://youtu.be/Kjba0K9FPw0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები