LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასანაურს ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება – ტენდერი მალე გამოცხადდება

106
28014977529-7ec1cd5711-b

დაბა ფასანაურის მოსახლეობის ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყლის სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის, კონტრაქტორი კომპანიის გამოსავლენად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

“ფასანაურის მოსახლეობა ამჟამადაც სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს და ადგილობრივებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება წყალმომარაგების არსებული სისტემა, რის შემდეგაც 1 200-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“,-აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g