ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელი მაღალი ტემპერატურით ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმერი“ ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.
სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ გააცილა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს – სპიკერმა ალინა ნიკოღოსიანმა ფეისბუქზე უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ფაშინიანის დაცვის წევრმა რამდენიმე გამოკვლევა ჩაიტარა და უკვე კარგად გრძნობს თავს
დიდი ალბათობით, საქართველოს პრემიერს, მათთან მყოფ პირებს და დაცვის თანამშრომლებს ლუგარის ლაბორატორიაში მოუწევთ ანალიზების ჩაბარება.