LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი მეზობელ სომხეთში – რას წერს პრემიერი ფაშინიანი

602
ნიკო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სომხეთში – მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

პრემიერის ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში ირანიდან ჩავიდა.

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – წერს ფაშინიანი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

შეგახსენებთ, სხვა ქვეყნების მსგავსად, ერთი კვირის წინ სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები