სომხეთში, დღეს სადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიგაიმართა, ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.
უკვე ცნობილია ნიკოლ ფაშინიანის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ფაშინიანის ბლოკს 50.2% აქვს, მეორე ადგილზეა ქოჩარიანი, რომელმაც, ამ ეგზიტპოლის მიხედვით ხმების 15.7% მოიპოვა.
არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდა.
მასში 25 პოლიტიკური ძალა – 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობდა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია.
