LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაშინიანმა რუს სამხედროებს სილა გააწნა, კრემლს კი სომხეთში დამყოლი პრემიერი სჭირდება: მაისაია

191
maisaia fashiniani

ფაშინიანმა რუს სამხედროებს სილა გააწნა, კრემლს კი სომხეთში დამყოლი პრემიერი სჭირდება,  – ამბობს ერევანში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.

ფაშინიანმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომხრეებს „რესპუბლიკურ მოედანზე“ შეკრებისკენ მოუწოდა.

ვახტანგ მაისაია „კვირის თემასთან“ მომხდარის მიზეზებს განმარტავს.

„ფაშინიანის წინააღმდეგ არამარტო გენერალიტეტი, არამედ მთელი შეიარაღებული ძალების შენაერთებია გაერთიანებული. ეს კი ნიშნავს, რომ არმია ფაშინიანის დაქვემდებარებიდან გავიდა. არმია ფაქტობრივად ოპოზიციის მხარესაა. ძალიან საინტერესოა, რომ სომხეთის დედაქალაქის თავზე რამდენიმე სამხედრო თითმფრინავმა გადაიფრინდა და რაც ყველაზე  საინტერესოა, ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი არ ჩქარობს კონსიგნაციის საფუძველზე დაადასტუროს ფაშინიანის ბრძანება და გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილე გადააყენოს. თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის განცხადება ძალიან ორჭოფულია,“- განმარტავს მაისაია.

ექსპერტის თქმით, მოვლენების ეპიცენტრი ალბათ გახდება სომხეთის პარლამენტი. სადაც ფაქტობრივად განლაგებული არიან ფაშინიანის მომხრეები და უკვე შეყვანილია სამხედრო შენაერთებიც.

„ყველაფერი დაიწყო სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პაექრობით, რომელიც შეეხებოდა, „ისკანდრის“ გამოყენების ეფექტიანობას. მან თქვა, რომ „ისკანდერებმა“ ძალიან ცუდად იფუნქციონირა და რომ ის ძველი თაობის შეიარაღებაა. მანამდე სარქისიანმა გამოთქვა უკმაყოფილება, რატომ არ გამოიყენს აზერბაიჯანის წინააღმდეგ „ისკანდერები“.  სომხეთის გენშტაბის უფროსმა და მისმა მოადგილემ ფაქტობრივად დასცინეს პრემიერ-მინისტრს და არაკომპეტენტური უწოდეს. რის გამოც ფაშინიანმა მათი გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა,  აისბერგის ზედა ნაწილია“,- ამბობს ექსპერტი.

შეკითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისების ფაქტორები ერთმანეთს უკავშირდებოდეს ან ვის ინტერესად განვიხილავთ რეგიონში არსებულ  არეულობას მაისაია პასუხობს:

ცოტა რთულია საუბარი, რამდენად უკავშირდება ერთმანეთს საქართველოსა და  სომხეთის პოლიტიკური კრიზისები, მაგრამ სომხეთში მიმდინარე მოვლენებში კრემლის კვალი რომ არის,  ამაში ეჭვს აღაფერი იწვევს.

რუსულ სამხედრო წრეებში ატყდა სერიოზული განრისხება, იმის გამო, რომ ფაშინიანი შეეხო რუსეთის ყველაზე საამაყო შეიარაღებას. რუსეთის საექსპორტო შეიარაღების 30 პროცენტი სწორედ ამ ამ შეიარაღებაზე მოდის.

ეს იყო ფაქტობრივად სახეში სილის გაწვნა რუსი სამხდროებისათვის.

ნაკლებადაა ცნობილი კიდევ ერთი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერს შესთავაზა გაეხსნა მისთვის მეორე სამხედრო ბაზა ერევნიდან რამდენიმე კილონმეტრში და შესაბამისად გაეზარდა მისი სამხედროების რაოდენობა. ნიკოლ ფაშინიანმა კრემლს სასტიკი უარი უთხრა.

ისინი არიან ორიენტირებული ფაშინიანის გადაყენებაზე და ისეთი პრემიერის მოყვანაზე, რომელიც უფრო დამჯერი პრემიერი იქნება“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია „კვირის თემასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g