სომხეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა.
აქციები დღეს დილიდან განახლდა ერევანში, აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს.
მოქალაქეებმა ქუჩებში კარვების გაშლა დაიწყეს. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.
ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მთელი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გეგმაში.
“ფაშინიანმა უღალატა ხალხის ნდობას და უნდა წავიდეს”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს აქციაზე.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საპროტესტო მოძრაობა “უახლოეს მომავალში გამოიწვევს ხელისუფლების დამხობას”.
ბოლო მონაცემებით, დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა 199 მოქალაქე დააკავეს.
როგორც ძალოვან უწყებებში აცხადებენ, ისინი პოლიციელების მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.