LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fashionista.com: „ყველაზე მაგარი ქართველი გოგონები, რომლებიც მოდაზე გავლენას ახდენენ“

1812

პოპულარული ინტერნეტპლატფორმა Fashionista.com ქართველ მოდურ გოგონებს სტატიას უძღვნის, სადაც მათ შორის 11 გამოყო, რომელთაც „ინსტაგრამზე“ უნდა მისდიოთ. „გაიცანით ქალბატონები, რომლებიც მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დავაფიქსირეთ“, წერს ინტერნეტგამოცემა.

„იკითხეთ საერთაშორისო რედაქტორებით სავსე ოთახში, რომელ ალტერნატიულ მოდის კვირეულს ელოდებიან ყველაზე მეტად და მათი უმრავლესობა თბილისს დაასახელებს. საქართველოს პატარა დედაქალაქი, რომელსაც მილიონამდე მოსახლე ჰყავს, მოდის ინდუსტრიის რადარზე მყარად მას მერე დაფიქსირდა, რაც დემნა გვასალიამ „ვეტმანის“ დაფუძნების შემდეგ სახლი მოიხვეჭა და მუდმივად აფართოვებდა აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარ არეალს ყოველ ახალ სეზონზე. იმავეს თქმა შეიძლება თბილისის მოსახლე ქუჩის სტილის ვარსკვლავებზეც. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დასწრებისას მუდმივად ვაწყდებოდით ძალიან მაგარ გოგონებს, რომლებიც შოუს ძირითადი ლოკაციის, რუსთაველის თეატრის გარეთ იყვნენ თავმოყრილნი“, აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ საუკეთესოები, რომლებიც მოდაზე გავლენას ახდენენ და „ინსტაგრამზე“ მათი დამატება აუცილებლობას წარმოადგენს, 11-კაციან სიაში გააერთიანეს.

ნინი ნებიერიძე, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ისეთი დიზაინერების მიქსს გვთავაზობს, როგორიც მისი თანამემამულე გოლა დამიანი და უფრო დიდი სახელია მოდურ სამყაროში, როგორიც J.W.Anderson.

@iamninineb/Instagram

სალომე ბეზარაშვილი (ნინი ნებიერიძესთან ერთად Chaos Concept Store-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) – მისი გარდერობი უკეთ აღიწერება შემდეგი ფრაზით – როცა მოდელი, რომელიც ამ სფეროში აღარ საქმიანობს, გრანჟს ხვდება. თავისუფალ დროს ის დიზაინის შექმნით არის დაკავებული თბილისელი მოდური ბავშვებისთვის.

@salomebez/Instagram

ანკა ციციშვილს, როგორც ინტერნეტგამოცემა აღნიშნავს, სტილის შეგრძნება აშკარად დაბადებიდან აქვს. თუკი ის არ ხვდება ფოტოგრაფების ობიექტივში, როცა მშობლიურ თბილისში შოუებს ესწრება, ის რუსეთშია, მოსკოვში, სადაც საკუთარი მაღაზია აქვს – Index Flat, რომელიც ახალი დიზაინერების აღმოჩენასა და მათ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

@ankatsitsishvili/Instagram

ანუკი არეშიძე  – თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი და სამი შვილის დედა. მისი პერსონალური ლეიბლი „ანუკი“ მის პერსონალურ სტილზეა დამყარებული.

@anoukigold/Instagram

ნინო ელიავას კლასიკური სტილი მდიდრული ბრენდების, მაგალითად „სელინის“ საუკეთესო ქართველი დიზაინერების ნამუშევრებთან შეხამებას გულისხმობს. ის ასევე არის More is Love-ის დამფუძნებელი და ჩანთების ხაზის დამფუძნებელი, რომლის სახელწოდებაა 0711.

@ninoeliava/Instagram

მოდელი ანი ჩიხლაძე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეა თბილისში. 24 წლის მოდელმა 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის 25 შოუს პოდიუმზე გაიარა, მათ შორის ექსპერიმენტატორი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ჩვენებაზეც.

@anichikhladze/Instagram

ფოტოგრაფი ლუიზა ჩათალაშვილი ბევრი ცნობილი დიზაინერის ლუქბუქის უკან დგას, ასევე მათი ჩვენებების კულისებშიც, მაგრამ მისი პერსონალური სტილიც აღნიშვნის ღირსია.

louisa_s/Instagram

სხვა მოდელებისგან განსხვავებით, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალური სტარტი ამ სფეროში თინეიჯერობის ასაკიდან აიღეს, 28 წლის თიკა მახარაძე პოდიუმზე 28 წლის ასაკში პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა. ქართველის ბიჭური სტილი და ხვეული თმა კიდევ ერთ ტოპმოდელს გვაგონებს, ანდროგენ არგენტინელ Mica Arganaraz-ს.

@tica_makharadze/Instagram

ყოფილი მოდელი დიზაინერად გადაიქცა – ნინა ზარქუა ქართული მოდური სცენის დიდი ხნის მონაწილეა. მან ფეხსაცმლის საკუთარი ბრენდი 2016 წელს დააარსა, მისი სტილის კერპები კი არიან Mia Farrow, Edie Sedgwick და Jane Birkin.

@zarquanina/Instagram

ნატა ბერაძეს პოდიუმზე მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე თითქმის ყველა შოუზე იხილავთ. მისი გარეგნობა თითქმის ყველა კასტინგ-დირექტორის ყურადღებას იქცევს.

@nberadse/Instagram

ნინა გოდერიძე თბილისში ამ სეზონის საუკეთესო სთრით სთაილის მქონე გოგონაა. 19 წლის ნინას უნიკალურ სტილს გამოცემა პანკისა და გოთიკის სინთეზად აღიქვამს. მისმა სტილმა ფოტოგრაფები მის გადასაღებად ჩამოამწკრივა. მას „ინსტაგრამზე“ ბევრი მიმდევარი არ ჰყავს, მაგრამ ის ქალაქისთვის აშკარად ახალი ვარსკვლავია.

@goderidzenina/Instagram

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g