LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფასთ ფუდის” სიყვარულმა თინეიჯერ ბიჭს სმენა და მხედველობა დააკარგვინა

459
bichi

ბრიტანელი თინეიჯერი, რომელიც დაწყებითი კლასებიდან სწრაფ კვებაზე იყო, მხედველობა სრულად დაკარგა და სმენასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.

Nbcnews წერს, რომ ბიჭი როცა 14 წლის იყო, ოჯახის ექიმს დაღლილობის გამო მიმართა. ექიმმა მას მხოლოდ ვიტამინი B12 და დიეტა დაუნიშნა.

15 წლისამ სმენა დაკარგა, რასაც მალევე მხედველობის პრობლემები მოჰყვა.

შემდეგი 2 წელი თინეიჯერის მხედველობა უფროდაუფრო უარესდებოდა და უკვე 17 წლის ასაკში პრაქტიკულად, დაბრმავდა. 

როცა ექიმებმა მისი კვება და ცხოვრების წესი შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მოზარდი ალკოჰოლს, სიგარეტს ან ნარკოტიკს არ ეტანებოდა.

მოგვიანებით, 17 წლის ბიჭმა თქვა, რომ ის ყოველდღე ფრის, თეთრ პურს ძეხვით და სოსისით (სენდვიჩებს) და სხვა მსგავს საჭმელს მიირთმევდა.

ექიმებმა თქვეს, რომ თინეიჯერობის პერიოდში ორგანიზმს ბევრი ვიტამინი და მინერალი სჭირდება, მათ შორის B ვიტამინი და რკინა, რაც ხედვასა და სმენაზე დიდ გავლენას ახდენს.

„ოპტიკური ნერვი არასწორი კვებისგან დაზიანდა“, – ამბობენ ექიმები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g