LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fat Joe ანიტასთან და დიჯეი ქალიდთან კოლაბორაციას აანონსებს – სიმღერას ტრიო VMAs-ზე შეასრულებს

133
Anitta-grava-clipe-internacional

Fat Joe-მ ახალი სინგლის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ რეპერი ანიტასთან და დიჯეი ქალიდთან თანამშრომლობით, სიმღერას – Paradise გამოუშვებს.

ტრეკის რელიზი თანმხლებ კლიპთან ერთად, 11 სექტემბერს შედგება. ტრიო მას ამავე დღეს, MTV Video Music Awards-ზე შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სამეულის პერფორმანსი შოუზე, ანიტას გამოსვლის დროს შედგება. ახლახან, ეს უკანასკნელი MTV-ის მუსიკალური ვიდეობის საიუბილეო, მე-40 დაჯილდოების პერფორმერთა შორის დასახელდა. სიას შეემატა ასევე შონ მენდესი, კაროლ ჯი და LL Cool J.

ლენი კრავიცი MTV Video Music Awards-ზე იმღერებს – დაანონსდნენ სხვა არტისტებიც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები