LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს რა შარვალია ბრედ? – 60 წლის ვარსკვლავმა ახალ შეყვარებულთან ერთად, ამჯერად ნიუ-ორკში გაიბრწყინა

1822
ბრედ პიტი

ბრედ პიტი და ინეს დე რამონი სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად. როგორც ჩანს, ,,ვენეციის კინოფესტივალზე” საჯარო გამოსვლის შემდეგ, ბრედი უკვე უფრო სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობს. ამჯერად პაპარაცებმა წყვილი ნიუ-იორკში გადაიღეს, როცა ისინი ხელჩაკიდებულები გამობრწყინდნენ ქუჩაში.

ინეს დე რამონი ღია ტონის სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი, 60 წლის ბრედმა კი არჩევანი უცნაურ კუბოკრულ შარვალზე გააკეთა, რასაც თეთრი ჰუდი და პანამა შეუხამა.

ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლიდან გახდა ცნობილი, თუმცა, წყვილის ოფიციალური გამოსვლა სწორედ ფილმ Wolfs-ის პრემიერაზე შედგა.

მკერდმოღეღილი „სტილის ხელმწიფე“ – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი წვეულებაზე მიმავალი გადაიღეს

ბრედ პიტმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ შეყვარებული გამოაჩინა

ინეს დე რამონი ბრედ პიტამდე, ჰოლივუდში ყველაზე პოპულარულ ბიჭზე იყო დაქორწინებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები