LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფედერაციის პრეზიდენტს საღამოობით გოგოები დაყავდა ფედერაციის ფულით, ის საკუთარმა ბიძამ ჩაუშვა

51
16632207726850

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ისევ ამოწმებენ კორუფციაზე.

ლუის რუბიალესი კერძო წვეულებების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, სადაც ის 8-დან 10-მდე ახალგაზრდა გოგონას იწვევდა ქალაქ გრანადასთან ახლოს მდებარე სახლში.

საღამოები ფედერაციის ფულით ფინანსდებოდა და მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრით ინიღბებოდა. ორგანიზებაში რუბიალესს ყოფილი ფეხბურთელი ნენე ეხმარებოდა.

ცნობილია, რომ ანტიკორუფციულ უწყებას 30 მაისს მიმართა რუბიალესის ბიძამ – ხუან რუბიალესმა, რომელიც 2020 წელს მისი შტაბის უფროსის პოსტიდან გააგდეს.

ხუანმა ასევე აცნობა, რომ ლუისმა დაიქირავა კერძო მაძებრები, რათა ეთვალთვალათ ფეხბურთელთა ასოციაციის თავკაც დავიდ არანსოსთვის.

ეს არ არის რუბიალესის პირველი ბრალეულობა კორუფციაში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟერარ პიკეს კომპანია Kosmos შუამავალი იყო ფედერაციასა და საუდის არაბეთს შორის ესპანეთის სუპერთასის ჩატარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში.

პიკეს კომპანია 4 მლნ ევროს მიიღებს საუდეთში 6 დაგეგმილი ტურნირიდან თითოეულში. ფედერაციის პრეზიდენტი უარყოფდა, რომ პიკეს კომპანიამ რაიმე გადახდა აწარმოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები