LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფეიქმეიკერი გვარამია” ისეთ მატყუარა ადამიანად ჩამოყალიბდა, რომ საკუთარ ამომრჩეველს და თანამშრომელსაც კი ვეღარ ატყუებს – ლადო ბოჟაძე

246
BeFunky-collage (11)

ფეიკნიუსების და ,,კრიტიკული მედიის” მამა ნიკა გვარამია ყოველ თვის პირველ დღეს ახალ-ახალ ტყუილებს იგონებს, ვითომ ტელეკომპანია „იმედს“ რეიტინგში აჯობა, თანაც თბილისში, არადა ფოტოზე კარგად ხედავთ რომ „იმედს“ 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ,,მთავარ არხს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, გვარამია უკვე საკუთარ ამომრჩეველს და თანამშრომელსაც კი ვეღარ ატყუებს.

„მერე ,,აღიარა” მარცხი და ყველაზე მაღალი რეიტინგი სერიალებს დააბრალა, იგივე სერიალს კი მისი აუხდენელი სიზმარი – „ოცნების დასასრული“ კი დაარქვა მაგრამ, მაინც არაფერმა უშველა. სიმართლე კი ის არის რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” დასასრულს და გაქცეულ პრეზიდენტს ვუყურებთ მეცხრე წელია საბოლოო ჯამში ,,ფეიკმეიკერი გვარამია” ისეთ მატყუარა ადამიანად ჩამოყალიბდა, რომ საკუთარ ამომრჩეველს და თანამშრომელსაც კი ვეღარ ატყუებს. საარჩევნო რეიტინგების გაყალბება უკვე მერამდენედ არ შემდგარი რევოლუციაა, ხოლო რეიტინგების გაყალბების მიზანი – საკუთარი თანამშრომლების მოტივაცია, თუმცა ისიც დროებით ცნობილი ფრაზისა არ იყო, „მეთოდები დაგიძველდა მურტალო, ახლა მაგას არავინ ჭამს“… “, – წერს ლადო ბოჟაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g