LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეირის” სასაქონლო ნიშნით იაფფასიან სარეცხ საშუალებას ასხამდნენ და ასაღებდნენ

115

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიან სარეცხ საშუალებას ასხამდა და საქართველოს მასშტაბით, როგორც ბრენდირებული სარეცხი საშუალების რეალიზაციას ახდენდა.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 8 943 ბოთლი „ფეირი“ და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა – ბოთლები და ეტიკეტები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით,” – წერია უწყების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები