“ფეისბუქი” სოციალური ქსელის რამდენიმე საათით გათიშვის გამო ბოდიშს იხდის. კომპანია შეფერხების გამომწვევ მიზეზებზე არაფერს ამბობს.
აღსანიშნავია, რომ “ფეისბუქის” გათიშვისგან შეწუხებული ხალხი სოციალური ქსელის კონკურენტ Twitter-ზე წერდა.
“ფეისბუქი” დღეს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მომხმარებლისთვის გაითიშა. ასევე მიუწვდომელი იყო ფეისბუქის მფლობელობაში არსებული ვოთსაფი და ინსტაგრამი.
სოციალური ქსელი ასევე მიუწვდომელი იყო საქართველოშიც. Facebook-მა მუშაობა შეფერხებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ განაახლა.
ფეისბუქი დაბრუნდა - ჩაირთო სხვა სოციალური ქსელებიც
რამდენიმე წამის წინ, "ფეისბუქის" "ინსტაგრამისა" და "ვოთსაფის" გამოყენება კვლავ შესაძლებელი გახდა.