“ფეისბუქმა” და “ტვიტერმა” რუსული და ირანული ანგარიშები დაბლოკეს.
მარკ ცუკერბერგის კომპანიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ “ფეისბუქიდან” და “ინსტაგრამიდან” 650-ზე მეტი ყალბი გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალა, რომლებიც რუსეთსა და ირანში დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით იყო შექმნილი.
განცხადების თანახმად, გაუქმდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ანგარიშები.
300-მდე ანგარიში დაბლოკა ტვიტერმაც.