დაბადების დღეს მეგობრების უამრავი მილოცვა თქვენს „ფეისბუქზე“ კიბერთავდასხმის რისკს ზრდის. ექსპერტები აფრთხილებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს, წაშალონ პირადი ინფორმაცია, მათ შორის – დაბადების თარიღი.
კიბერდამნაშავეები ცდილობენ, სოციალური ქსელების ანგარიშების გატეხვას პირადი ინფორმაციის მოსაგროვებლად „ფეისბუქი“, „ტვიტერი“ და Linkedin მათი სამიზნეებია და რაც მეტ ინფორმაციას განათავსებენ მომხმარებლები აღნიშნულ ქსელებში, მით მეტია თავდასხმის რისკი.
სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღები ხშირად ყველასთვის ხელმისაწვდომია ხოლმე სოციალურ ქსელებში და ამ ყველაფრით კი კიბერდამნაშავეები სარგებლობენ.
უსაფრთხოების სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვთავაზობენ :
- მოერიდეთ მაიდენტიფიცირებელი მასალის განთავსებას, როგორც პროფილის ინფორმაციაში, ასევე – პოსტებში, როგორიც არის ტელეფონის ნომრები, თქვენი სახლის სურათები, სამუშაო ადგილი ანდა სკოლა, მისამართი, დაბადების დღე.
- თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე უფრო მეტი რისკია თავდასხმის, აირჩიეთ ისეთი სახელი, რომელიც არ შეიცავს პირად ინფორმაციას.
- შექმენით ცალკე ელექტრონული ფოსტა, რომლითაც სოციალურ ქსელში იქნებით დარეგისტრირებული.
- შექმენით ძლიერი პაროლი, სადაც გამოიყენებთ დიდ და პატარა ასოებს, ციფრებს, სიმბოლოებს
- დახურეთ პროფილი უცხოებისთვის.
- გახსოვდეთ, რომ რასაც „ფეისბუქზე“ დაპოსტავთ, წაშლის შემდეგაც კი ინფორმაცია ონლაინ რჩება.
- ნუ განათავსებთ ფოტოებს, თუ დასასვენებლად იმყოფებით, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, დამნაშავეების სამიზნე არა თქვენი „ფეისბუქის“ პროფილი, არამედ სახლი გახდეს.