LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელების 8 მდიდრული სახლი (ფოტო)

845
maxresdefault

სახლი ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მფლობელის სტატუსსა და შემოსავლებზეც მეტყველებს. ამიტომაც მდიდარი ხალხის, მით უმეტეს წარმატებული ფეხბურთელების სახლები სხვებისგან გამოირჩევა.

დევიდ ბექჰემს სახლი ქონდა, რომელიც უფრო სასახლეს გავდა. მაშინ პოპტიპს მისი ყიდვა 20 მლნ დოლარი დაუჯდა. ტერიტორიაზეა ხმისჩამწერი სტუდია, საფეხბურთო მოედანი, სადაც დევიდი დიდ დროს ატარებდა.

ძველი სახლი

ამ სახლში გარკვეული დროით ცხოვრების შემდეგ, ბექჰემებმა გადაწყვიტეს ის გაეყიდათ და საცხოვრებელი ლონდონის პრესტიჟულ რაიონში შეიძინეს. ახალი უძრავი ქონების ფასი 12 მლნ ფუნტი იყო.

 

უეინ რუნიმ უზარმაზარი სახლი 18 მლნ დოლარად შეიძინა.
სახლს აუზი რომ აქვს რა გასაკვირია, მაგრამ ასევე არის… კერძო თეატრი. პერიმეტრეზე ჩამწკრივებულია ძველბერძნული ქანდაკებები. მთელი ტერიტორიაზე გაზონია დარგული.

 

დიდიე დროგბას სახლი 14.5 მლნ დოლარი ღირს.
7 საძინებელი, რამდენიმე აუზი. ცალკე ოთახია ტროფეებისთვის.

 

ლეო მესიმ სახლი 8 მლნ დოლარად იყიდა.
თვითონ ნაგებობაა უცნაური ფორმის, ფეხბურთის ბურთს გავს. განსაკუთრებით საინტერესოა ზემოდან ნახვა. სახლში არის სპა, საფეხბურთო მოედანი ვარჯიშისთვის. სახურავზეც კი გაზონია.

 

8 მილიონი დოლარი დაუჯდა სახლი ჯონ ტერისაც.
ფეხბურთელს ბევრი სტუმრის მიღების საშუალება აქვს, რადგან მის სახლში 10 საძინებელია, კერძო კინოთეატრი და მიწისქვეშ უზარმაზარი აკვარიუმი. სახლის და მიმდებარე ტერიტორიის ფართობი ძალიან დიდია.

 

სურეის საგრაფოში კიდევ ერთი ცნობილი „ჩელსელის“ ფრენკ ლემპარდის სახლია.
სახლის ფართობი აქაც დიდია. 9 საძინებელია, ხოლო სააბაზანოს რაოდენობა 12-ია. აშენებულია დახურული აუზი და ნავმისადგომიც კი.

 

მადრიდთან ახლოს მდებარე კრიშტიანო რონალდოს სახლი 800 კვადრატულზე მეტია და 7 მილიონი დოლარი ღირს.
სახლშია 7 საძინებელი და 8 აბაზანა. მთავარი ადგილი საბავშვო ოთახს უკავია. რონალდოს ხომ ოთხი შვილი ყავს.

 

ანდრეს ინიესტას სახლი ესპანეთშია.
ის მან 2005 წელს იყიდა. სახლზეა წარწერა Iniesta, რადგან ყველამ იცოდეს ვინ ცხოვრობს აქ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები