LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი ხელოვნებაში: მესი კარავაჯოს იმეორებს, რონალდო მშრომელ ქალებს ჰგავს, ბიელსა “მოაზროვნეა” – ნაწილი I

122
FORTUNA.GE (17)

ავტორ-ფრილანსერმა ჯონ მაკენზიმ საკმაოდ რთულ და მოცულობით საქმეს მოკიდა ხელი.

ჯონმა ათობით საფეხბურთო მატჩიდან სიუჟეტები ამოკრიბა: რუნის მაკრატელა, ზიდანის თავური, მორგანის ჩაის სმა და ა.შ. ყველა კადრისთვის მან ხელოვნების სამყაროდან ანალოგი მოძებნა. დღეს პირველ ნაწილს (თერთმეტეულს) შემოგთავაზებთ და გაგრძელება აუცილებლად იქნება.

ჯონის ნამუშევრიდან კი აი რა გამოვიდა.

 

ჯერარდის ცნობილი მოსრიალება “ჩელსისთან” მატჩში და ენდრიუ უაიეტის “კრისტინას სამყარო”.

 

მარადონა 1994 წლის მუნდიალზე ბერძნებთან გატანილ გოლს ზეიმობს და ედვარდ მუნკის “კივილის” ერთ-ერთი ვერსია.

 

მესი ფანებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მაისურს აჩვენებს და კარავაჯოს “დავითი გოლიათის თავით”.

 

რუი კოშტა და მარკო მატერაცი “სან სიროს” ცეცხლოვან კედელს გაჰყურებენ. მარჯვნივ – კასპარ დავიდ ფრიდრიხის “მზის ჩასვლა”.

 

“ლიდსი” და “დერბი” ნახევარფინალში გააფთრებით იბრძვიან პრემიერლიგაში გადასასვლელად. მარჯვნივ – იერონიმ ბოსხის უცნობი მიმდევრის ნამუშევარი “ქრისტე ჯოჯოხეთის მოლოდინში”.

 

2010 წლის მუნდიალის ფინალის ცნობილი ეპიზოდი: ნაიჯელ დე იონგი ბურთის ნაცვლად ჩაბი ალონსოს ურტყამს. მარჯვნივ – ტიციანის “კაენი და აბელი”.

 

ეს ვან პერსის გაფრენილი თავური დარტყმაა 2014 წლის მუნდიალზე და აქეთ სიმონე მარტინის “ბიჭუნას გადარჩენა, რომელიც აივნიდან ჩამოვარდა”.

 

ლუის სუარესი ბრანისლავ ივანოვიჩს “ჭამს” და ფრანსისკო გოიას “სატურნი, რომელი საკუთარ შვილს ჭამს”.

 

დეივ მაკაი უხეში შეჯახების შემდეგ საყელოში იჭერს ბილი ბრემნერს. მარჯვნივ – ტომ კრიბისა და რომ მოლინოს საკრივო ორთაბრძოლა.

 

მარსელო ბიელსა ძალიან ჰგავს როდენის “მოაზროვნეს”.

 

კრიშტიანო რონალდო ნაკრების რთული მატჩის შემდეგ. ისევე, როგორც მოსავლის ამღები ქალები ჟან-ფრანსუა მილეს ნამუშევარში.

 

გაგრძელება იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები