კონფედერაციათა თასზე ჩილესა და პორტუგალიის ნახევარფინალს და განსაკუთრებით პენალტების სერიას ვინ არ მიადევნა თვალი.
მათ შორის იყო ჩილეს ერთ-ერთი კლინიკის სამედიცინო პერსონალი. ექიმებმა პირდაპირ ოპერაციის დროს ჩართეს ტელევიზორი და თანამემამულეების გულშემატკივრობა დაიწყეს.
ქირურგების ვიდეო ინტერნეტში მოხვდა და საზოგადოების დიდი აღშფოთება და გულისწყრომა გამოიწვია. პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.
მართლაც, მეორე დღეს ყველა ექიმი, რომელიც ოპერციაში მონაწილეობდა, სამსახურიდან დაითხოვეს.