LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის, შევხვდებით ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიით და გაორმაგებული მოტივაციით!“ – გიორგი მამარდაშვილი ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

121
გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ალბანეთის ნაკრებთან დაპირისპირების შემდეგ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც გიორგი მამარდაშვილი აღნიშნავს, ნაკრები ნოემბერში უფრო დიდი ენერგიით და გაორმაგებული მოტივაციით დაბრუნდება:

„ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

შევხვდებით ნოემბერში,უფრო დიდი ენერგიით და გაორმაგებული მოტივაციით!“, – წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა.

ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს…

Posted by Giorgi Mamardashvili on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები