LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში რევოლუცია მწიფდება: რა ცვლილებებს შემოიღებს ფიფა

116

ფიფას წევრები ვიდეოგანმეორებების და დროებითი გაძევებების საკითხს 5 მარტს განიხილავენ.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ შეიძლება ფეხბურთში რევოლუცია მოაწყოს.

5 მარტს კარდიფში გასამართ ყოველწლიურ სხდომაზე მსაჯების დასახმარებლად ვიდეოგანმერების შემოღების თემას გაარჩევენ. კენჭისყრაზე განმეორების მატჩის მსვლელობის დროს ნახვის საკითხს გამოიტანენ. დღის წესრიგში ასევე შესულია სამმაგი სასჯელის პრაქტიკა (პენალტი, გაძევება და წესების დამრღვევი მოთამაშის ავტომატური დისკვალიფიკაცია), გარკვეულ დარღვევებზე დროებითი (რამდენიმე წუთით) გაძევების შემოღების საკითხი. საბჭომ შესაძლოა დამატებით დროში მეოთხე ცვლილებაც დაუშვას.
IFAB – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ფეხბურთში თამაშის წესების შემოღებითა და რეგულირებითაა დაკავებული. იგი დაკომპლექტებულია ფიფას ოთხი წევრით და ასევე ბრიტანული ასოციაციების ოთხი წარმომადგენლით.

გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ექვსი წევრის თანხმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g