LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში ყველაზე დიდი ხელფასებია მანჩესტერშია: ვის აქვს კიდევ უფრო მეტი

107

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ საშუალო ხელფასის მიხედვით „ბარსელონასა“ და „სიტის“ გაასწრო.

მანკუნიანელები მსოფლიოში ყველა სპორტულ კლუბს შორის მეოთხე ადგილზე არიან.

კომპანია Sporting Intelligence-მა კვლევა ჩაატარა. ჯამაგირი სპორტის შვიდ სახეობაში 17 უმდიდრესი ლიგის 333 კლუბის თითქმის 10 ათას სპორტსმენს დაუთვალეს.

ყველაზე მეტს თავის მოთამაშეებს ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი „კლივლენდი“ უხდის – 7.5 მლნ ევრო წლიურად. „ნიუ-იორკ იანკისის“ ბეისბოლისტები საშუალოდ 6.68 მლნ-ს იღებენ. მესამე ადგილს „კლიპერსი“ იკავებს (6.64 მლნ).

ფეხბურთში ყველაზე ხარჯიანი „მანჩესტერ იუნაიტედია“ (6.63 მლნ). მეორე საფეხურზე „ბარსელონაა“ (6.48 მლნ), ხოლო „სიტის“ ფეხბურთელები 5.42 მლნ-ს შოულობენ. ათეულშია ასევე შედიან „რეალი“, „ჩელსი“, პსჟ, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „არსენალი“ და „ლივერპული“.

ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელები მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან (2.8 მლნ). მეორე ადგილზე ესპანური პრიმერაა (1.41).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g