LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხშიშველი, მაგრამ Louis Vuitton-ში

75

საფრანგეთის პრეზიდენტი, 39 წლის ემანუელ მაკრონი თავის მეუღლესთან, 64 წლის ბრიჯიტ მაკრონთან ერთად აბუ -დაბიში, საქმიანი ვიზიტით იმყოფება. საპრეზიდენტო წყვილი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეჩეთში, შეიხ ზაიდის მეჩეთში გაემართა.

ბრიჯიტის წინ ძალიან რთული დავალება იდგა: პირველ ლედის უნდა დაეცვა დრეს-კოდიც და აღმოსავლური ტრადიციებიც, ამასთან, არ უნდა ეღალატა საკუთარი სტილისთვის.

მეჩეთში ბრიჯიტი Louis Vuitton-ის თეთრი კოსტიუმით მივიდა, ხელში კი ამავე ბრენდის ჩანთა ეჭირა. თავზე აბრეშუმის თავსაფარი დაიფარა, ხოლო მეჩეთში შესვლისას გრაციოზულად გაიხადა ყავისფერი ქუსლიანი ფეხსაცმელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები