LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fendi-ის საიუბილეო ჩვენება კენდალ ჯენერმა და ბელა ჰადიდიმ გახსნეს (ფოტო)

148

ლეგენდარული მოდის სახლის, Fendi-ის ისტორია 1926 წლიდან იწყება. დღეს ბრენდი იტალიური მოდის მთავარ სიმბოლოდ ითვლება. 90 წლის იუბილე მოდის სახლმა გრანდიოზული ჩვენებით აღნიშნა, რომელიც რომში, ტრევის შადრევანთან გაიმართა.

კარლ ლაგერფელდის იდეის მიხედვით,  პოდიუმი ისე მოაწყვეს, თითქოს მოდელები ზედ წყალზე მიაბიჯებდნენ. საიუბილეო კოლექცია დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელებმა გახსნეს. მათ შორის იყვნენ კენდალ ჯენერი და ბელა ჰადიდი, რიმელთა გამოსვლას 200-მდე ვიპ სტუმარი და უამრავი ჟურნალისტი ადევნებდა თვალს.

ახალი კოლექცია ამართლებდა კარლ ლაგერფელდის ცნობილ ფრაზას: „ბეწვი ეს Fendi-ია და Fendi ბეწვია“. მოდის სახლისთვის ბეწვი არაა მხოლოდ ტრადიციული ქურქი ან პალტო. ესაა ბუნებრივად შესრულებული დეკორი, რაც ახალმა კოლექციამაც დაამტკიცა.

 

https://www.youtube.com/watch?v=t10J4MzzdD8

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g