YouTube-ზე დოკუმენტური ფილმის, „ფერარი: რბოლა უკვდავებისკენ“ (Ferrari: Race to Immortality) პირველი ტრეილერი გამოჩნდა. ფილმში სარბოლო გუნდის Scuderia Ferrari-ისა და ავტოსპორტის ისტორიის ყველაზე სასიკვდილო პეროდის შესახებ იქნება გადმოცემული.
ფილმი 1950 წლის მოვლენებს მოიცავს, სადაც იტალიური მარკის Formula 1-ში დებიუტის, მონაკოს გრან პრის, პილოტების – ალფონსო დე პორტაგოს, ლუიჯი მუსოს, პიტერ კოლინზისა და მაიკ ჰოურტონის ენცო ფერარისთან ურთიერთობის შესახებ არის საუბარი. აღსანიშნავია, რომ ჰოუტორნის გარდა, ყველა პილოტი რბოლისას დაიღუპა.
როგორც შემქმნელები აღნიშნავენ, ფილმი სახელგანთქმული მრბოლელების სიყვარულისა და დანაკარგის, ტრიუმფისა და ტრაგედიის შესახებ გვიყვება, სადაც ბედს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევა განსაზღვრავდა.
ფილმის გადაღებების შესახებ საუბარი 2014 წელს დაიწყო, სიუჟეტს საფუძვლად ავტობიოგრაფიული წიგნი „ფერარი 80“ უდევს, რომელიც იტალიური მარკის დაამარსებელმა 1981 წელს დაწერა. სავარაუდოდ, მთავარ როლს ფილმში რობერტ დე ნირო შეასრულებს.