LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat Tesla Model 3-ის კონკურენტს დაამზადებს

19

როგორც ცნობილი ხდება, Fiat Chrysler Automobiles პერსპექტიული ავტომობილის დასამზადებლად ემზადება, რომელის შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ყველასათვის კარგად ნაცნობ და პოპულარულ Tesla Model 3-ს.

მოგეხსენებათ, რომ Tesla Model 3 პრემიერა რამდენიმე კვირის წინ შედგა და მას შემდეგ კომპანიამ 400 ათასზე მეტი შეკვეთა მიიღო. თუმცა Fiat-ში კონკურენციის არ ეშინიათ, პირიქით, აპირებენ, რომ გააუმჯობესონ Tesla-ს შედეგი.

როგორც Fiat-ის დირექტორი სერჯიო მარკოინი აცხადებს, საჭირო ფინანსების არსებობის შემთხვევაში კომპანია მზადაა დაიწყოს მუშაობა უნიკალურ ავტომობილზე და სამუშაოები ზუსტად 1 წელიწადში დაამთავროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Fiat-ის სერიულ წარმოებაში უკვე არსებობს რამდენიმე ელექტრომობილი, რომელიც 500e-ს სახელითაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე იყიდება, საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა კომპანიას და როგორც ჩანს, დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები