LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა და უეფა საბერძნეთს ემუქრებიან

33

ფიფა და უეფა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას გარიცხვით ემუქრებიან. ამის შესახებ Reuters წერს.

მიზეზი ბანალურია: ფედერაციის საქმეებში მთავრობის ჩარევა.

შეგახსენებთ, რომ პაოკ-სა და ”ოლიმპიაკოსს” შორის საბერძნეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში მომხდარი არეულობების გამო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურნირი შეაჩეროს.

მთავრობაში თქვეს, რომ ტურნირი არ განახლდება. უეფა და ფიფა კი მოითხოვენ, რომ თასის გათამაშება ბოლომდე ჩატარდეს, სხვა შემთხვევაში ქვეყანას საერთოდ მოკვეთავენ.

ფიფა გამოსავალსაც თავად თავაზობს. მაგალითად, მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატარონ ან უმაყურებლოდ ათამაშონ. მთავარია, ტურნირი სრულყოფილად შედგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები