LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა მსოფლიოს ყოფს და აფართოებს: ახალი წესები მუნდიალისთვის

41

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ევროპაში არ ჩატარდება და შესაძლოა 48 მონაწილემდე გაიზარდოს.
ყაზახეთი ფაქტობრივად გამოირიცხა.

ფიფას საბჭომ 2026 წლის მუნდიალთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. გადაწყდა, რომ ტურნირი იმ კონფედერაციის საზღვრებს გარეთ ჩატარდება, რომლის ტერიტორიაზეც უახლოესი ორი ჩემპიონატი გაიმართება. ანუ გამოდის, რომ ევროპა და აზია გამოირიცხა (რუსეთი-2018 და ყატარი-2022-ის გამო).

ამასთან აზიის ქვეყნების განაცხადს საერთოდ არ მიიღებენ, ხოლო ევროპული ქვეყნების სურვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ სხვა პრეტენდენტები ფიფას არ დააკმაყოფილებს.

გარდა ამისა, ფიფა დათანხმდა განიხილოს 2026 წლის მუნდიალის მონაწილეთა რიცხვის 40-48 გაზრდის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება, 2022-ის კი ყატარში.

1998 წლიდან მოყოლებული მუნდიალზე 32 ნაკრები მონაწილეობს.

2026 წლის პირველობის მასპინძლობის ინტერესი გამოხატეს აშშ-მ, მექსიკამ, კანადამ, კოლუმბიამ და ყაზახეთმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g