ბრიტანელმა მუსიკოსმა ფილ კოლინზმა მემუარები გამოსცა სახელწოდებით „Not Dead Yet”. 65 წლის კოლინზი წიგნში ცხოვრების იმ საინტერესო დეტალებს იხსენებს, რომელიც აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის, მათ შორის კულუარულ ინფორმაციებს ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან.
სწორედ მისი წიგნიდან ხდება ცნობილი პრინცესა დიანას რომანზე ოფიცერ ჯეიმს ჰიუტთან. კოლინზი წერს, რომ სამეფო ოჯახს 80-იან წლებში, საქველმოქმედო აქციის დროს დაუმეგობრდა და თავად გახდა მოწმე, როგორ ხვდებოდა დაიანა ოფიცერს, რომელთანაც რომანი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. კოლინზი იხსენებს, რომ ერთხელ დედოფალ ელისაბედთან მიმართვის არასწორი ფორმა გამოიყენა, თუმცა დედოფალმა ეს ჟესტი მეგობრულად აღიქვა. კოლინზი დეტალურად აღწერს შეხვედრას მაიკლ ჯესქონთან, რომელსაც „ნეველრლენდის“ რანჩოზე ესტუმრა. მაიკლ ჯექონმა კოლიზნის ქალიშვილს საბავშვო ოთახიც დაათვალიერებინა და სტუმრებს განსაკუთრებულად უმასპინძლა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კოლინზის ცხოვრებიდან მის ცოლს ეხება. აღმოჩნდა, რომ თანაცხოვრების მანძილზე მომღერალმა ორჯერ უღალატა მეუღლეს, ხოლო განქორწინების შესახებ მას ფაქსით შეატყობინა. მომღერალმა საკუთარი ქალიშვილიც მოატყუა, როცა ახალი გერლფრენდი ზღაპრის გმირად გააცნო… და ბოლოს, გაირკვა, რომ მომღერალს ჰქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები ადელთან ერთობლივი სინგლის ჩაწერის თაობაზე, თუმცა, საბოლოოდ ადელმა მუსიკოსთან მუშაობაზე თავად თქვა უარი.