ფილიპ კირკოროვის მიმართ რუსული მედია სულ უფრო დაუნდობელი ხდება. მას შემდეგ, რაც ის „ევროვიზიაზე“ იმყოფებოდა და მაქსიმ გალკინის პოზიციების საჯარო დაცვა სცადა, კირკოროვი ფავორიტი არტისტების სიიდან ჩამოქვეითდა.
ამჯერად რუსული მედია აქცენტს მის წარმოშობაზე აკეთებს. ირკვევა, რომ კირკოროვის ნამდვილი გვარია კრიკორიანი. მუსიკოსის მამა, ბედროს კრიკორიანი რუსეთის სახალხო არტისტი გახლდათ, ხოლო ბაბუა, ფილიპ კრიკორიანი სომხეთის ქალაქ ვარნაში დაიბადა და გაიზარდა. მუსიკოსის ბებია და ბაბუა ასევე მღეროდნენ და ადგილობრივ ეკლესიაში გალობდნენ. დღეს რუსული მედია წერს, რომ თავად ფილიპ კირკოროვი წლები მალავდა თავის ნამდვილ წარმომავლობას და ეროვნებას.
სკამებს ჩაჭიდებული, ყველაფერზე წამსვლელი რუსი ჩინოვნიკები ამაზრზენი სანახავია – ფილიპ კირკოროვი