LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფილიპ მორისისა“ და „ომეგა“ დავა მორიგებით დასრულდა

288

„ფილიპ მორის საქართველომ“ და „ომეგა 2“-მა შეწყვიტეს ხანგრძლივი და წარმატებული დისტრიბუციის ხელშეკრულება. ამის შესახებ  “ფორტუნას” “ომეგადან” აცნობეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  მხარეებმა მიაღწიეს ორმხრივად დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას, რომელიც პარტნიორებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას მეგობრული მორიგებით დაასრულებს.

“დღეიდან, „ომეგა 2“ ფოკუსირებული იქნება საკუთარი  ბრენდების წარმოებასა  და  დისტრიბუციაზე, ხოლო „ფილიპ მორის საქართველო“ თავისი პროდუქციის გაყიდვას „ომეგა 2“-საგან დამოუკიდებლად მოახდენს,”- განაცხადეს “ომეგაში” და აღნიშნეს, რომ ყოფილ პარტნიორს საქმიანობაში  წარმატებას უსურვებენ.

მხარეებს შორის დავა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, როცა “ფილიპ მორისმა” გადაწყვიტა საკუთარი სიგარეტების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება “ომეგა 2”-თვის ჩამოერთმია და “ქართული სადისტრიბუციო კომპანიისთის” (გავრცელებული ინფორმაციით, “ჯიდი ჰოლდიგნის” შვილობილი კომპანია) მიეცა. “ფილიპ მორისის” ეს გადაწყვეტილება “ომეგა 2”-მა სასამართლოში გაასაჩივრა, რამაც ბაზარზე  “პარლამენტზე”, “მარლბოროზე”, “ჩესტერფილდზე,” “ელ ემ”-ზე და სხვა სიგარეტებზე ჯერ ფასების გაძვირება, ხოლო შემდეგ დეფიციტი გამოიწვია.

ქართულ ბაზარს “ფილიპ მორისის” სიგარეტები 18 აპრილს დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად მის დისტრიბუციას “ქართული სადისტრიბუციო კომპანია” ახორციელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g