LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციზური მარკების არ მიცემა „ომეგა ჯგუფისთვის“ – საწარმო ისევ გააჩერეს

agdgomelashvili

„ომეგა ჯგუფის“ საწარმო ისევ გააჩერეს და ამ გაჩერების მიზეზად კვლავაც რჩება „ომეგა ჯგუფისთვის“ აქციზური მარკების არ მიცემა,” – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა.

აღდგომელაშვილის თქმით, სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ, 26 ოქტომბერს კომპანია “ოჯთ”-მ დეკლარირებული გადასახადების დაფარვის მიზნით, გადაიხადა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ იმავე დღეს გადაიხადა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება და მიიღო შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკებიც.

„კომპანიამ სრულად დაფარა ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე კუთვნილი მიმდინარე გადასახადი 550 000 ლარის ოდენობით. 12 ნოემბერს კომპანიამ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განათავსა შეკვეთა, რომლითაც მოითხოვა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები. შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა იმავე დღეს, 11:29 საათზე. მომდევნო დღეების განმავლობაში, ინტენსიურად ვუკავშირდებოდით როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას, ისე გადამხდელთა სამსახურის დეპარტამენტის და შპს ,,სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ (რომელიც შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანიაა და ევალება აქციზური მარკების გაცემა) წარმომადგენლებს,“ – განაცხადა აღდგომელაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია ითხოვდა, რომ მათთვის დროულად მიეცათ ინვოისი, რათა გადაეხადათ შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება, რის შემდეგაც კომპანია მიიღებდა აქციზურ მარკებს.

„თუმცა შპს “სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას” წარმომადგენელი გვპასუხობდა, რომ ეს საკითხი მათ დამატებით უნდა შეეთანხმებინათ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებთან. მათი განცხადებით, შეიცვალა პროცედურა და საჭირო გახდა შემოსავლების სამსახურის დამატებითი დადასტურება. შეგახსენებთ, რომ ეს შეკვეთა შემოსავლების სამსახურს ერთხელ უკვე ჰქონდა დადასტურებული 12 ნოემბერს. ამგვარად, აბსოლუტურად გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე იყო საჭირო ერთხელ უკვე დადასტურებული შეკვეთის ხელმეორედ დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ,“ – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

აღდგომელაშვილმა დასძინა, რომ 27 ნოემბერს, წერილობით მიმართეთ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტს და ითხოვეს განემარტათ, თუ რატომ არ ეძლეოდათ მოთხოვნილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელი ინვოისი. 3 დეკემბერს კი, კომპანიამ კვლავ განათავსა ახალი შეკვეთა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზურ მარკებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები