გუშინ ინტერნეტში გავრცელდა პირველი კადრები ახალი ფილმიდან „შუაღამე სვიჩგრასში“. ეს სწორედ ის კინოსურათია, სადაც მეგან ფოქსმა და მუსიკოსმა კოლსონ ბეიკერმა ერთმანეთი გაიცნეს. ამის შემდეგ წყვილმა შეხვედრებიც დაიწყო.
ახლა რაც შეეხება თავად ფილმს, მისი პირველი თრეილერი მოგაგონებთ გახმაურებულ ტრილერს „კრავთა დუმილი“. ფილმი სპეცსამსახურის თანამშრომელი ქალისა და მანიაკის ისტორიას გვიყვება. აქაც სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მანიაკი მამაკაცია, რომელიც გოგონებს იტაცებს და კლავს. მეგან ფოქსის გმირი კი მანიაკის კვალზე გასვლას ცდილობს. მისი პარტნიორი პოლიციელის როლს ფილმში ბრიუს უილისი ასრულებს. ფილმის პრემიერა ივლისშია დაგეგმილი.