LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ აფიქრებინებ ყველას, რომ მე ცუდი დედა ვარ?!“ – მეგან ფოქსი ყოფილ მეუღლეს მიმართავს

274
BEVERLY HILLS, CA - OCTOBER 11: Actress Megan Fox and Brian Austin Green attend Ferrari's 60th Anniversary in the USA Gala at the Wallis Annenberg Center for the Performing Arts on October 11, 2014 in Beverly Hills, California.(Photo by JB Lacroix/WireImage)

უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 34 წლის მსახიობმა, მეგან ფოქსმა 10 წლიანი ქორწინება რეპერ კოლსონ ბეიკერის გამო დაანგრია. თითქოს წყვილი ერთმანეთს ცივილურად დაშორდა, თუმცა გარკვეული დაძაბულობა მაინც არსებობს.

მეგან ფოქსსა და მის ყოფილ მეუღლეს, ბრაიან ოსტინ გრინს სამი ვაჟი ჰყავთ, რომელსაც წყვილი ერთობლივად ზრდის. ცოტა ხნის წინ გრინმა სოციალურ ქსელში შვილთან გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც ისინი ჰელოუინის დღესასწაულს ზეიმობენ. სწორედ აღნიშნული ფოტო გახდა მეგანის უკმაყოფილების მიზეზი. განაწყენებულმა ფოქსმა ექს-მეუღლეს სოციალურ ქსელში „პოსტი“ მიუძღვნა.

„გუშინ ჩვენ ერთად აღვნიშნეთ ჰელოუინის დღესასწაული, ფოტოზე კი მხოლოდ შენ და ჩვენი შვილია, რატომ ცდილობ საზოგადოებას აფიქრებინო, რომ შენ იდეალური მამა ხარ, მე კი ცუდი დედა?!“ – დაწერა მეგანმა.

პოსტს გრინის რეაგირება მალევე მოჰყვა, მან ფოტოზე ბავშვი ჩამოჭრა და მხოლოდ საკუთარი ფოტო დადო.

აღსანიშნავია, რომ მეგანი და ბრაიანი ოფიციალურად ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი არიან. მეგანის რომანის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის ივნისში გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები