LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც სიგიჟე მოხდებოდა” – მეგან ფოქსის პირველი კომენტარი 12 წლის უმცროს შეყვარებულზე

209
30096252-0-image-a-37-1593188522795

2 თვის წინ საზოგადოება 34 წლის მსახიობის, მეგან ფოქსისა და 46 წლის ბრაიან ოსტინ გრინის განქორწინებამ საოცრად გააოცა. წყვილი ერთმანეთს 10 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. როგორც შემდგომ გაირკვა, გაყრის მიზეზი  ფოქსის ახალი გატაცება, 30 წლის რეპერი, კოლსონ ბეიკერი,  სასცენო ფსევდონიმით Machine Gun Kelly იყო.

მათი რომანი უკვე რახანია დაადსტურდა, წყვილმა ერთობლივი კლიპიც გაავრცელა. თუმცა, ამ დრომდე მათ თავიანთი ურთიერთობის შესახებ არაფერი უთქვამთ. თუმცა, როგორც ჩანს, დადგა დრო წყვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთოს.

„მე ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც სიგიჟე მოხდებოდა, კოლსონი ისაა, ვისაც ჩემი სულის ნაწილს ვუწოდებ“, – განაცხადა მეგანმა.

„მე ვიჯექი საათობით და ველოდი იმ მომენტს, როდესაც ჩემი და მეგანის თვალები ერთმანეთს შეხვდებოდნენ“, – ამბობს რეპერი.

როგორც ტაბლოიდები აცხადებენ, რომ კოლსონი გადასაღებ მოედანზე მეგანს გვერდიდან არ შორდებოდა.

შეგახსენებთ, მეგანმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ სამ ვაჟს ერთობლივად გაზრდიან და მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები