LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინანსების გაზრდა, ჯანმრთელობა და სურვილების ასრულება“ – სად დავდგათ და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე? ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია გვირჩევს

2032
ეკა კვარაცხელია

სად უნდა დავდგათ დეკემბერში ნაძვის ხე და როგორ უნდა მოვრთოთ?

ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ნაძვის ხე უნდა დაიდგას სახლის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში, რადგან მისი თქმით, ჩრდილო-აღმოსავლეთი არის სექტორი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძალიან ნეგატიურია.

ფენ-შუის სპეციალისტი ამბობს, რომ „თუ ჩრდილო-დასავლეთით გაანათებთ ნაძვის ხეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ პრობლემებს მოიზიდავთ ოჯახში ჯანმრთელობის კუთხით“.

სპეციალისტი კონკრეტულ ნივთებზე საუბრობს, რომლითაც აუცილებლად უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე, რასაც მისი განმარტებით შეუძლია იმოქმედოს ფინანსების მოიზიდვისა და თქვენი შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით.

„ნაძვის ხე უნდა დაიდგას თქვენი სახლის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში. ეს გახლავთ ყველაზე პოზიტიური სექტორები ჩვენს სახლებში 2026 წლის 5 იანვრამდე. ნეგატიური სექტორები სადაც არ შეიძლება ნაძვის ხის განთავსება, ესენია სამხრეთი სექტორი, ჩრდილო დასავლეთი და ჩრდილო აღმოსავლეთი სექტორი.

რეზიუმეს გავაკეთებ:

ნაძვის ხე შეგიძლიათ დადგათ ყველგან, მაგრამ ყველგან არ შეიძლება ციმციმების, გირლანდებისა და სანთლების ანთება, რადგან ჩრდილო-დასავლეთით 5 იანვრამდე დაჯდა ვარსკვლავი, რომელსაც ჰქვია ავადმყოფობის ვარსკვლავი და თუ თქვენ ჩრდილო-დასავლეთით გაანათებთ ნაძვის ხეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ პრობლემებს მოიზიდავთ ოჯახში ჯანმრთელობის კუთხით, განსაკუთრებით პრობლემები ექნება ოჯახის უფროს წევრ მამაკაცს, თუ მამაკაცი არ ცხოვრობს თქვენს სახლში, მაშინ ყველაზე უფროს წევრ ქალბატონს.

ჩრდილო აღმოსავლეთი გახლავთ სექტორი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძალიან ნეგატიურია, იმიტომ რომ იქ დაჯდა ყველაზე ნეგატიური ვარსკვლავი, რომელიც ჩვენ ძალიან არ გვიყვარს ფენ-შუის სპეციალისტებს და ეს გახლავთ წყლის ყვითელი ხუთიანი, მას მოაქვს არასასიამოვნო ისტორიები და მოვლენები თქვენს ცხოვრებაში. ფინანსური კრახი და წარუმატებელი ბიზნესპროექტები. სამხრეთით მდებარე სექტორი ამ თვეში დაზიანდა იმის გამო, რომ იქ მოფრინდა და განთავსდა თვის ყვითელი ხუთიანი,რამაც გააფუჭა ეს სექტორი, ამიტომ ამ სექტორში არ შეიძლება ციმციმების დანთება.

როდესაც ნაძვის ხეს მორთავთ, არ დაგავიწყდეთ, ნაძვის ხის მთავარ, ცენტრალურ ადგილას, ყველაზე მაღალ წერტილში დააფიქსიროთ კაშკაშა მზე, რადგან წლის ერთ-ერთი სიმბოლო გახლავთ მზე ნალთან ერთად, ამიტომ აანთეთ მზე და დაამაგრეთ ის ნაძვის ხის ყველაზე მაღალ ადგილას.

ნაძვის ხე უნდა მორთოთ მწვანე ფერებში. ამ ფერის გამები შეიძლება იცვლებოდეს მწვანე ზეთის ხილის ფერიდან დაწყებული ზურმუხტისა და პიტნის ფერით, შეგიძლიათ მწვანე ფერის ნებისმიერი გამა.

წელს განსაკუთრებულად აუცილებელია ნაძვის ხეზე დაკიდოთ ეგრეთ წოდებული ფოჩები, მაგალითად წითელი, რადგან ცეცხლოვანი ცხენის წელია და რაღაც დოზით წითელი ფერიც უნდა იყოს შეტანილი ნაძვის ხის მორთვისას. ფოჩების დაკიდების დროს შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები.

მთავარი და მნიშვნელოვანი – ნაძვის ხეზე აუცილებლად უნდა გქონდეთ სიმბოლო ხმალი, ეს გახლავთ ფენ-შუის ხმალი, რომელიც ოჯახის დაცვის სიმბოლოა.

ასევე, წელს თუ გსურთ, რომ გყავდეთ პატარა და გაქვთ პრობლემები ამ კუთხით, მაშინ ნაძვის ხეზე შეგიძლიათ დაკიდოთ პატარა საწოვარა და არ აიღოთ სანამ ნაძვის ხეს არ აიღებთ.

თუ გსურთ შეიძინოთ უძრავი ქონება ან ავტომანქანა, მაშინ ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ გასაღები. თუ გსურთ ავტომობილის შეძენა, ასევე შეგიძლიათ ხის პატარა სათამაშო მანქანაც დაკიდოთ ნაძვის ხეზე.

თუ გსურთ ფინანსები მოიზიდოთ და თქვენი შემოსავლები კიდევ უფრო გაიზარდოს, მაშინ ნაძვის ხეზე დაკიდეთ ფულის ყველაზე დიდი კუპიურა.

არსებობს გარკვეული დღეები, როდესაც უნდა მოირთოს ნაძვის ხე. ეს დღეებია 9, 10, 17, 17, 19, 22, 29, 30 და 31 დეკემბერი. არ შეიძლება ნაძვის ხის მორთვა და კატეგორიულად იკრძალება მათი მორთვა 11,12,14,15, 20, 23, 24,26, 27 და 28 რიცხვებში (დეკემბერს). ნუ მორთავთ ამ დღეებში ნაძვის ხეს.

მთავარი სიმბოლო, ჯერ კიდევ 2025 წელს გახლავთ გველი, ამიტომ მას ცენტრალური ადგილი უჭირავს თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე. მის გვერდით აუცილებლად უნდა იყოს მაიმუნის სიმბოლო, რომელსაც მონეტები აქვს.

სუფრის ცენტრალური ადგილი უჭირავს გველს, ხოლო ცხენს ის ადგილი უჭირავს, სადაც ზის ოჯახის უფროსი წევრი“, – ამბობს ფენ-შუის სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g