LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: არანაირი უსაფუძვლო კომპენსაციები არც ერთ უწყებაში არ გაიცემა

110
121066737-3500864519951836-169617710841847847-n

ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს. ივანე მაჭავარიანის თქმითვე, არანაირი კომპენსაციები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, არც ერთ უწყებაში არ გაიცემა.

„თუ რაღაც დოკუმენტაცია არის შესაბამისად მოსაწესრიგებელი, ან რაღაც სხვა ტიპის ბაზაა შესაქმნელი, ეს სხვა საკითხია. ეს ფორმის საკითხი შეიძლება იყოს. ხშირად არის, როცა აუდიტის სამსახური რაღაც საკითხებზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს ხოლმე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროზე. ეს არის მათი ფუნქცია, სწორია, მაგრამ შინაარსობრივად არ მგონია, რომ უსაფუძვლო დანამატი ყოფილიყო”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g