LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: ღრმა ანალიზის საფუძველზე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება – ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს

49
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟა ზამთრის პერიოდში ფუნქციონირებას არ დაიწყებს.

ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და მიზეზები განმარტა:

„ენერგეტიკული ბირჟის გადავადება მოხდა, თუმცა, ჩვენი სქემა ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ ენერგეტიკული ბირჟა უნდა არსებობდეს, ღია უნდა იყოს, საბაზრო პრინციპებით უნდა ფუნქციონირებდეს. სწორედ ამ ბირჟის პირობებში არის აღნიშნული მხარდაჭერის პროგრამა ვალიდური.

აღნიშნულ გადადებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. იმისთვის, რომ ბირჟამ სწორად დაეწყო ფუნქციონირება, თავიდან ყოფილიყო აცილებული გარკვეული გართულებები, მით უმეტეს, როდესაც ზამთრის სეზონზე ვსაუბრობთ, როდესაც ქვეყანას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტი, ბუნებრივია, თეორიულად და პრაქტიკაშიც შესაძლებელია წარმოქმნილიყო გარკვეული სირთულეები.

იცით, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზრებზე. საკმაოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის პერიოდი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ ბირჟამ დაიწყოს ფუნქციონირება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები