LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

109
ანაზღაურებადი სტაჟირება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, გააცნეს მათ უწყების ამოცანები, სპეციფიკა და კარიერული ზრდის პერსპექტივა. პროგრამის პრეზენტაციაზე სტუდენტებს განემარტათ შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის მოთხოვნები.

საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

magti 5g