LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა

108
ანაზღაურებადი სტაჟირება

საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაცნობას საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

პრეზენტაციების ციკლის მიზანი ახალგაზრდებისთვის პროგრამის მნიშვნელობისა და პერსპექტივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სტაჟირების შესარჩევი კონკურსის დეტალების გაცნობაა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს განუმარტეს უწყების მანდატი და საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სპეციფიკა, გააცნეს სტაჟირების პროგრამის ეტაპები და სამომავლო პერსპექტივები.

შეხვედრაზე სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

magti 5g