LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

108
ანაზღაურებადი სტაჟირება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე.

საგამოძიებო სამსახური, სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს განუმარტეს სამსახურის მანდატი და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობა.

შეხვედრის ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

magti 5g