საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტუდენტებისთვის გაცნობას.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდეს სრული ინფორმაცია კონკურსის ეტაპების, თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესახებ. ხელმძღვანელმა პირებმა მათ გააცნეს საგამოძიებო უწყების საქმიანობის ამოცანები და ესაუბრნენ სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, უწყებაში დასაქმების შესაძლებლობაზე.
სტუდენტებმა, შეხვედრის ფარგლებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.