LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

109
ოქრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზედაც ერთი პირი დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, კერძოდ, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 546 129.52 ლარის საბაჟო ღირებულების 3197.18 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g