LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა 

115
ქრთამი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ე.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ე.ბ.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g