LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფინანსურ ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება, მსესხებელი დააშინონ, დაემუქრონ ან ოჯახის წევრის ქონება გაასხვისონ” – რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ

12
gvanca

საბანკო რეგულაციები და სიახლეები – რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის , რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ, თუ საფინანსო ინსტიტუტი სესხის ამოღებას მუქარით და დაშინებით ცდილობს, რა რჩევებს გაძლევთ იურისტი – ამ თემებზე გადაცემაში “კანონის ფარგლებში” სტუმარია “ჯი თი ჯი ფართნერსის” მმართველი პარტნიორი გვანცა გოგსაძე. გთავაზობთ, ინტერვიუს მოკლე ვარიანტს, ვრცლად კი შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე მოუსმინოთ.

რა ცვლილებაა საბანკო რეგულაციებში, რა სიახლეა მომხმარებლისთვის?

– მსესხებლების უფლებების დაცვის კუთხით ახალი რეგულაციებია. ხშირია შემთხვევები, როცა ფინანსური ორგანიზაციები მსესხებლების უფლებებს არღვევენ. მიიღეს ეთიკის კოდექსი, რომელიც კრედიტის ამოღების პროცესს არეგულირებს. ეროვნული ბანკის ინიციატივით შემუშავდა სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტებს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს. ესენია: ფინანსურ ორგანიზაციას არ შეუძლია კომუნიკაციისას შეურაცხმყოფელი და მუქარის ტონი გამოიყენონ. ასევე ფინანსურ ორგანიზაციებს შეეზღუდათ კომუნიკაციის დრო . ადრე იყო, ღამის 12 საათზეც კი მიადგებოდნენ ხოლმე სახლში, ახლა ეს დრო დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე განისაზღვრა. მსესხებლის ოჯახის წევრთან დაკავშირება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ის მითითებულია სესხის აღებისას. ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეკრძალებათ დამალონ თავიანთი ვინაობა, მსესხებლის პერსონალური ინფორმაცია მიაწოდონ სხვა პირებს.

როდიდან შეიცვალა ეს ყველაფერი და თუ აქვს ამაზე ინფორმაცია მომხმარებელს?

– ცვლილებები ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. რეგულაციები მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არ არის. დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია საჩივრით მიმართოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს სანქციები. ეს არის 1000 ლარიანი ჯარიმა, განმეორებისას იზრდება ეს თანხაც.

თქვენ თუ გქონიათ ასეთი ქეისები, რომ ცვლილებების შემდეგაც არის გარკვეული ჩივილი მომხმარებლის მხრიდან?

– მომართვიანობა საკმაოდ დიდია. დღესაც არსებითად მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. მომხმარებელმა არ იცის ჯერ კარგად ამ ცვლილებებზე და ამას იყენებენ ფინანსური ინსტიტუტები. მსესხებლების დაშინება ხდება, რომ გაუყიდიან არა მხოლოდ მათ საკუთრებაში არსებულ, არამედ ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ქონებას. ასევე ემუქრებიან, რომ მსესხებლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან ოჯახის წევრებს.

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, რომელმაც უკვე აიღო ან ახლა აპირებს სესხის აღებას, რა იქნება მთავარი რჩევა?

– უნდა იცოდნენ, რომ სესხს აქვს ხანდაზმულობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ თანხას ვეღარ ამოიღებენ. ვადა არის სამი წელი ბოლო გადახდის განხორციელებიდან. , მაგრამ თუ ამ ვადაში ფინანსურმა ინსტიტუტმა სასამართლოს ან არბიტრაჟს მიმართა, ეს არ შედის ხანდაზმულობის ვადაში. ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ უფლება მსესხებლების ოჯახის წევრების ქონება გაასხვისონ. ასევე , მათ არ აქვთ უფლება, მსესხებლის სესხის შესახებ მესამე პირს მიაწოდონ. საკონტაქტო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვთ, მაგრამ არა საკრედიტო ისტორიის მოყოლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g