LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსური განათლების საკითხებზე ტრენერების ტრენინგი გაიმართება

104

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დღეს Child & Youth Finance International-ი და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი ფინანსური განათლების შესახებ ტრენერების ტრენინგს გამართავს.

ამის შესახებ ”ფორტუნას” არასამათავრობო ორგანიზაციიდან ”კოალიცია ფინანსური განათლებისთვის” აცნობეს.

ტრენინგის სახელწოდებაა ”ახალგაზრდების ფინანსური განათლების სფეროში ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის  გაზიარება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ტექნიკური უნარ-ჩვევების ამაღლება და შესაძლებლობათა  გაძლიერება”.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ტრენინგი მიზნად ისახავს ისეთ თემებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიცაა: ახალგაზრდების ფინანსური განათლების პროგრამების ეროვნული სტანდარტები, მონაწილე მხარეების მართვა ფინანსურ განათლებაში, ფინანსური განათლების მასწავლებელთა ტრენინგი და სწავლების მეთოდოლოგია, ფინანსური განათლების სასკოლო პროგრამაში ინტეგრირების მოდელები.

ტრენინგებს ატარებენ ფინანსური განათლების სფეროს უცხოელი, მოწვეული ექსპერტები. ინტერაქტიულ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ფინანსური სექტორის, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, სამინისტროების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, მოლდოვადან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, უკრაინასა და სლოვაკეთიდან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g